"ჰარი პოტერის" მერვე წიგნი ივლისში გამოვა | Allnews.Ge

"ჰარი პოტერის" მერვე წიგნი ივლისში გამოვა

ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერზე შექმნილი რომანების მერვე წიგნი 31 ივლისს გამოვა. ამის შესახებ გამოცემა Little, Brown and Company იტყობინება.

წიგნი სახელწოდებით "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" არ იქნება სრულყოფილი რომანი. იგი პიესის სცენარს წარმოადგენს, რომლის დადგმაც ლონდონში იგეგმება. სპექტაკლის პრემიერა 30 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება წიგნს, იგი ბეჭდური და ონლაინ სახით გამოვა.

ინფორმაცის იმის შესახებ, რომ როულინგი ჰარი პოტერის მიტოვებზე პიესის შექმნას აპირებდა, ჯერ კიდე 2013 წლის ბოლოსკენ გავრცელდა.

როგორც ცნობილია, პიესა ზრდასრულ ჰარი პოტერსა და მის ოჯახურ პრობლემებზე მოგვითხრობს. მოქმედება, ჰარი პოტერზე შექმნილი ბოლოს წიგნის დასრულებიდან, 19 წლის შემდეგ ვითარდება.

ჰარი მაგიის სამინისტროში მუშაობს და სამ შვილს ზრდის. ამასთან მისი უმცროსი შვილი ალბუსი, ოჯახურ მემკვიდრეობას "ებრძვის", რომელიც არასოდეს სდომებია.

myquiz