8 ნივთი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე არ უნდა დატოვოთ | Allnews.Ge

8 ნივთი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე არ უნდა დატოვოთ

ორგანიზებულობა და წესრიგი ყველა ადამიანის ხასიათში არ ზის. ზოგიერთ თქვენს თანამშრომელს, შესაძლოა, სამუშაო მაგიდა გამუდმებით მოწესრიგებული და დალაგებული ჰქონდეს, ზოგი კი, შესაძლოა, არც აქცევდეს ყურადღებას ქაოსს. თუმცა, არეულმა მაგიდამ შეიძლება თქვენს პროდუქტიულობაზე და ეფექტურ მუშაობაზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც "ჰარვარდის ბიზნეს მოხსენებში" გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ არ დავტოვოთ სამუშაო მაგიდაზე ნივთები, რომლებიც არ უკავშირდება თქვენს სამუშაოს. გთავაზობთ მსგავსი ნივთების ჩამონათვალს:

1. საჭმელი

შესაძლოა, თქვენ ფიქრობდეთ რომ ლანჩის სამუშაო მაგიდასთან ჭამა კარგი საქციელია, თუმცა, სინამდვილეში იგი თქვენს პროდუქტიულობას აქვეითებს.

"ჩვენ ვიცით რომ კრეატიულობას და ინოვაციურობას მაშინ ვაღწევთ, როდესაც ადამიანები იცვლიან გარემოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ბუნებრივ გარემოსთან მიახლოვებული გარემოდან ნამდვილ ბუნებრივ გარემოში ხვდება. ამიტომაც იმავე ადგილას დარჩენა, სადაც მთელი დღე ხართ, შემაფერხებელი ფაქტორია კრეატიული აზროვნების", - აღნიშნა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა კიმბერლი ელსბაქმა ერთ-ერთ სტატიაში რამდენიმე წლის წინ.

ამგვარად, ლანჩის დროს უმჯობესია გახვიდეთ საჭმელად სამზარეულოში.

2. ჭუჭყიანი ყავის ჭიქები

ჭუჭყიანი ყავის ჭიქა თქვენს სამუშაო მაგიდაზე არეულობას ქმნის. ამიტომაც გვირჩევენ, რომ იგი სამზარეულოში გავიტანოთ და გავრეცხოთ დალევისთანავე. ამას სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება.

3. პოლიტიკური ხასიათის ნივთები

თქვენი პოლიტიკური შეხედულებების შემცველი ნივთები უმჯობესია თქვენი სამუშაო ოფისის გარეთ დატოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პოლიტიკური მრწამსის და აზრის უფლება, თქვენი კოლეგებისთვის, შესაძლოა, თქვენი შეხედულება იყოს შეურაცმხყოფელი და წინააღმდეგობრივი. ამან კი შეიძლება დაძაბულობა და კონფლიქტი წარმოშვას სამსახურში, რაც სასურველი არ არის.

4. იურიდიული დოკუმენტები

იურიდიული დოკუმენტების გამოსაჩენ ადგილას განთავსება კარგი აზრი არ არის. "ეს უფრო მეტ ინფორმაციას გასცემს თქვენ შესახებ, ვიდრე ეს თქვენმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს თქვენზე", - აღნიშნა სარეკლამო სააგენტო RPA-ს ვიცეპრეზიდენტმა ლაურა სმოლმა "ბიზნეს ინსაიდერთან" ინტერვიუში.

5. თქვენი მობილური ტელეფონი

თქვენი მობილურის სამუშაო მაგიდაზე დატოვებამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ, მაშინაც კი თუ შეტყობინებების ხმა გამორთული გექნებათ. თუმცა, ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი რჩევაა თანამედროვე ეპოქაში.

6. ტკბილეული

იმისათვის რომ ცდუნებას არ აყვეთ, ტკბილეული სამუშაო მაგიდისგან შორს განათავსეთ. თუ გინდათ იკვებოთ ჯანსაღად, შოკოლადები, ორცხობილები და კანფეტები სამუშაო მაგიდაზე არ უნდა დადოთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასუსნავები უმჯობესია სამზარეულოში შეინახოთ და შესვენებაზე მიირთვათ.

7. თქვენი CV

თუ თქვენს რეზიუმეს სამუშაო მაგიდაზე განათავსებთ, თქვენი უფროსი იფიქრებს რომ წასვლაზე ფიქრობთ. ეს კი მასში თქვენდამი ნდობის დაკარგვას გამოიწვევს, რისი კვლავ მოპოვებაც რთულია.

8. პირადი ჰიგიენის ნივთები

სამუშაო მაგიდაზე ფრჩხილის საჭრელი მაკრატლის, დეოდორანტის ან პინცენტის დადება არ არის სასურველი. ეს თქვენს, როგორც პროფესიონალის იმიჯს დააზიანებს.

წყარო: Business Insider

myquiz