2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს - განათლების მინისტრი | Allnews.Ge

2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს - განათლების მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი.

მისივე თქმით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.

myquiz