სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი მალხაზ კობაურის დაცვას აღარ გააგრძელებს | Allnews.Ge

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი მალხაზ კობაურის დაცვას აღარ გააგრძელებს

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა. ამის შესახებ ადვოკატი განცხადებას ავრცელებს:

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება! ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა, რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემ გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას,თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ", – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  ქსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რაიან და ლორა სმიტების მცირეწლოვანი შვილი მიბჯენით არის მოკლული.

myquiz