აფხაზეთში ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ | Allnews.Ge

აფხაზეთში ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე ჩაცმასთან დაკავშირებით ამკრძალავი ნიშნები გაჩნდა.

აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო. ბოლო წლებია, ეს პერიოდი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ე.წ. ხელისუფლებისა და დამსვენებლებისთვის თავის ტკივილად იქცა; ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოხატავენ დამსვენებლების ჩაცმასთან დაკავშირებით, აფხაზების თქმით - საცურაო კოსტიუმებით სტუმრებს შეუძლიათ იარონ ზღვის სანაპიროზე, მაგრამ არა ქუჩაში. მათივე თქმით, ეს ადგილობრივების ტრადიციების შეურაცხყოფაა...

ბიჭვინთის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და უკვე გაჩნდა "დრესკოდის" ბანერები, ე.წ. ამკრძალავი ნიშნები, რაც ტურისტებს ქალაქში შილიფად ჩაცმას უზღუდავს.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ასეთი მიდგომა ტურისტების შემცირებას გამოიწვევს, რაც რეგიონში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაამწვავებს. მათივე თქმით, აფხაზეთში ის ნაკადი ჩამოდის, ვისაც სხვა გამოსავალი არ აქვს, ვინც დასვენებას რისკავს, რადგან წლის განმავლობაში როგორღაც დაზოგა თანხა; ასევე ისინიც, "ვინც საბჭოთა წლებიდან აფხაზეთში ისვენებს და იქაურ ზღვასა და კლიმატს ვერ ღალატობს".

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ "გამართლებული იქნება, თუ ასეთი ბანერები სოხუმსა და გაგრაშიც დაიდგმება, რადგან ამაყმა აფხაზმა ერმა ჩამოსულ სტუმარს იმდენის უფლება არ უნდა მისცეს, რომ თავად დარჩეს შეურაცხყოფილი".

ბანერის გამოჩენით უკმაყოფილო დარჩნენ რუსები, რომელთა თქმითაც, ასე გაგრძელების შემთხვევაში ტურისტები იქ აღარ ჩავლენ... ერთი სიტყვით, ეს თემა ინტერნეტსივრცეში მწვავე განხილვის საგნად იქცა. აი, რას წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში

myquiz