მერკელი არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ევროკავშირის ქვეყნებთან საგანგებო შეხვედრის გამართვას გეგმავს | Allnews.Ge

მერკელი არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ევროკავშირის ქვეყნებთან საგანგებო შეხვედრის გამართვას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არალეგალური მიგრაციის პრობლემაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან საგანგებო შეხვედრის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში ვარაუდობენ, რომ ამგვარი შეხვედრა შესაძლოა შემდეგი კვირის ბოლოს გაიმართოს და მასში მონაწილეობას ავსტრია, საბერძნეთი და იტალია მიიღებენ. ანგელა მერკელი საიმიგრაციო კრიზისის გადალახვისთვის უფრო ეფექტური ზომების მიღების განხილვას აპირებს.

"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ დაგეგმარების სტადიაზე ვიმყოფებით. ჯერ უცნობია ზუსტად როდის გაიმართება შეხვედრა", - განაცხადა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა.

არალეგალური მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას ბერლინის დღის წესრიგში. აღნიშნულმა საკითხმა კონფლიქტი გამოიწვია გერმანიის მმართველ კოალიციაში. ბავარიის ქრისტიანულ-სოციალურმა კავშირმა გერმანიის კანცლერს ულტიმატუმი წაუყენა და ეროვნული საზღვრების დაცვისთვის ეფექტური ზომების მიღება მოსთხოვა, სხვა შემთხვევაში ისინი პარლამენტში ერთიანი ფრაქციიდან გამოსვლით იმუქრებიან.

myquiz