ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი | Allnews.Ge

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, ასევე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას, სპეციალური ნებართვის გაცემა. შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს" , - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გომბორზე, გუშინ დილით მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა.

myquiz