პარლამენტის შენობასთან თანხის შესაგროვებლად სპეციალური ყუთი განთავსდება - ზვიად კუპრავა | Allnews.Ge

პარლამენტის შენობასთან თანხის შესაგროვებლად სპეციალური ყუთი განთავსდება - ზვიად კუპრავა

პარლამენტის შენობასთან განთავსებულ კარავთან თანხის შესაგროვებლად სპეციალური ყუთი განთავსდება, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ გუშინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზატორებთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის და ფულს ჩუქნის. მისი თქმით, ხელში ფულის გადაცემამ, "ძველი დრო გაახსენა", რის გამოც გადაწყდა, რომ ერთ-ერთ კარავთან განთავსდება სპეციალური ყუთი, სადაც ყველა მსურველს საშუალება ექნება, ნებისმიერი თანხა შესწიროს "დათო სარალიძის ფონდს".

"კარვის შესასვლელში ვაპირებთ დავდგათ ყუთი, სადაც ყველა მსურველი შეძლებს ჩაყაროს 5 თეთრიდან დაწყებული, ბიძინას ბიუჯეტამდე, რამდენიც უნდათ, იმდენი. ბიძინას ბიუჯეტი რომ ჩაცვივდება, მერე თავად ბიძინაც დაისვენებს, კვირიკაშვილიც, შოთაძეც, ჩვენც და ეს ქვეყანაც დაისვენებს. ყველა ერთად დავისვენებთ საერთოდ. ამიტომ მოვუწოდებ ბიძინას, თავისი 7 მილიარდი ჩაყაროს დათუჩა სარალიძის ფონდში", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

myquiz