წარმატებული ადამიანის 10 ჩვევა | Allnews.Ge

წარმატებული ადამიანის 10 ჩვევა

გსურთ იყოთ წარმატებული? არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება, ამისთვის მრავალწლიანი ყოველდღიური შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუმცა, კარგი იქნებოდა წარმატებისკენ სავალ გზაზე სხვა ადამიანების გამოცდილებაც გაგეზიარებინათ. გთავაზობთ წარმატებული ადამიანების 10 ჩვევას, რომელიც სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორებისა და ბიზნესმენების ცხოვრების შესწავლის შედეგად Time-მა შეადგინა.

1. ყოველ დილით სამი მნიშვნელოვანი რამე დაწერეთ, რასაც დღის განმავლობაში შეასრულებთ და რასაც პერსპექტივაში დიდი გავლენა ექნება თქვენს წარმატებაზე. ეს დღის განმავლობაში ქაოსს აგარიდებთ და პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ, რაც თავის მხრივ წარმატებისკენ სავალ გზაზე დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ.

2. როდესაც სირთულეებს აწყდებით და არასასიამოვნო პერიოდს გადიხართ შეიძლება კონკრეტული პრობლემა კატასტროფად მოგეჩვენოთ. სტატიის ავტორის ნელსონ ვანგის თქმით, მან რამდენიმე წლის წინ სამსახურში შეცდომა დაუშვა, რის გამოც მისი უფროსი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. თავის მხრივ საკუთარ თავთან დაკავშირებით იმედგაცრუების გრძნობა დაეუფლა ნელსონ ვანგსაც და ორი დღის განმავლობაში ძალაგამოცლილი და გაფანტული იყო. როგორც თავად გვეუბნება, რამდენიმე წლის შემდეგ ის მიხვდა, რომ ეს ყველაზე მცირე წინააღმდეგობა იყო მის გზაზე და ამ გადასახედიდან იმდენად უმნიშვნელო შემთხვევა იყო, რომ მისი დეტალებიც კი აღარ ახსოვს. სტატიის ავტორის თქმით, ის ახლა ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც ის უმიზნო და ძალაგამოცლილი იყო, შეეძლო რაიმე ახალი შეექმნა და სხვებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დახმარებოდა. ამიტომ მისი რჩევით, რთულ სიატუაციაში ყოფნისას პანიკის ნაცვლად უკეთესი იქნება პრობლემას ხანგრძლივი პერსპექტივიდან შევხედოთ და დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის 10 დღეშ, 10 თვესა და 10 წელში. ავტორის თქმით, ამ დროს უმჯობესია სურათს ერთიანობაში შევხედოთ.

3. ისწავლეთ რაიმე ახალი ყოველდღე. ეს შეიძლება იყოს ახალი ჩვევა, ახალი ენა, უნარი ან აზროვნება. აიძულეთ საკუთარი თავი, რომ ყოველდღიურად გაიზარდოთ. თუ ყოველდღიურად მცირე რაღაცას გამოასწორებთ და ახალს შეიძენთ, წარმოიდგინეთ რამხელა ცვლილებას მოგიტანთ ეს ერთ წელში.

4. უყურეთ საგანმანათლებლო ხასიათის გადაცემებს ყოველკვირეულად. ყველამ ვიცით რომ განათლების მიღების უტყუარი წყარო კითხვაა, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც ვიზუალს უკეთ იმახსოვრებს, შეუძლიათ საგანმანათლებლო ხასიათის გადაცემებსა და ვიდეოებს კვირაში ერთხელ მაინც უყურონ.

5. ძალიან მარტივია ყურადღება გაგეფანტოთ, მაშინ როდესაც ელექტრონულ ფოსტაზე ყოველწუთში ახალი შეტყობინება მოგდით. თითოეული მათგანის ნახვის ნაცვლად ჯობს დააგროვოთ ისინი და დაახლოებით 3 საათში ერთხელ შეამოწმოთ. თუ შეტყობინება რამე საჩქაროს ეხება მისი გამომგზავნელი აუცილებლად მოძებნის გზას თქვენთან დასაკავშირებლად.

6. ყოველ დილით მწვანე "შეიკი" დალიეთ. ეს საკმაოდ სწრაფი და მარტივი გზაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გასაგებია, რომ ყველას ეზარება საათობით ბოსტნეულის ღეჭვა, ეს გაცილებით უკეთესი გზაა ბოსტნეულისა და ხილის მისაღებად.

7. ეცადეთ დილით ივარჯიშოთ და ნახავთ რომ დღის განმავლობაში გაცილებით მეტი ენერგია და მოტივაცია გექნებათ. იმ დღეებში, როდესაც არ დაიზარებთ და ივარჯიშებთ იგრნობთ რომ თითქმის სრულიად ახალი ადამიანი ხართ.

8. ყოველ დილით ან საღამოს საკუთარ თავს ის სამი რაღაც უთხარით რის გამოც იმ დღის მადლიერი ხართ. ამის გაკეთება გაგაბედნიერებთ. ამის გაკეთების კიდევ ერთი გზა არსებობს. დაწერეთ ერთი რაღაც რის გამოც მადლიერი ხართ მცირე ზომის ფურცელზე და ის ქილაში მოათავსეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ რომ განწყობა დაგიქვეითდათ ამოიღეთ ერთი ფურცელი და ხმამაღლა წაიკითხეთ წარწერა.

9. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, რომლებიც ყოველთვის გიმაღლებენ განწყობას და შთაგაგონებენ რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესო ცხოვრება იცხოვროთ. თუ სანაცნობო წრეში ნეგატიური ადამიანი გყავთ, ეცადეთ მასთან დრო საერთოდ არ გაატაროთ. ეცადეთ ტოქსიკური ადამიანები ახლოს არ მოუშვათ. იყავით იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საუკეთესო შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში.

10. ხშირა ხდება რომ არ ვიცით სწორი პასუხი რა არის. რა არის საუკეთსო გზა ამის გასაგებად? ექსპერიმენტები. გამოსცადეთ თქვენი მოსაზრებები იმისთვის რომ გაიგტოთ რომელი იმუსავებს ყველაზე უკეთ.

myquiz