რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თბილისში - იხილეთ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგები | Allnews.Ge

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თბილისში - იხილეთ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგები

ყველაზე დაბალი ხელფასი 50 ლარი ფიქსირდება მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში, საშუალოდ კი ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს მიუთითებენ, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის დახმარებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვაკანსიების მონიტორინგის შედეგებში.

კვლევის მიხედვით, მაქსიმალური ხელფასი თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში საშუალოდ 7047 ლარია, ამათგან ყველაზე დაბალი ზღვარი მაქსიმალური ხელფასისა (1333 ლარი) ფიქსირდება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორში, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი (12229 ლარი) არის მედიცინაში.

ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსებს შორის (ჯამში 5674 ვაკანსია) რაოდენობრივად ჭარბობდა პოზიციები არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ 3 დეტალური შედეგებისათვის გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას კადრებზე - გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე (1524 ვაკანსია), არაკვალიფიციურ მუშებზე (880 ვაკანსია), მომხმარებლებთან მომუშავე პერსონალზე (448 ვაკანსია), ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუშებზე (316 ვაკანსია) და ა.შ.

მოთხოვნილ კადრებს შორის გვხვდება ასევე სპეციალური განათლების საჭიროების პროფესიები - შემდუღებლები, მჭედლები, ზეინკალ-მეხელსაწყოეები, სამრეწველო საწარმოს ოპერატორები, მზარეულები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები. მაღალკვალიფიციური კადრიდან მოთხოვნა იყო მენეჯერებსა და ექიმებზე.

ორგანიზაციებს ძირითადად იგივე პოზიციებზე აქვთ გამოცხადებული ვაკანსიები ან გეგმავენ ვაკანსიების გამოცხადებას, რაც უკანასკნელ 6 თვეში ქონდათ. რაოდენობრივად სჭარბობს კვალიფიკაციის პირველი, მეორე და მესამე დონის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიები. უმაღლესი განათლების საჭიროებით გვხვდება სხვადასხვა პროფილის ექიმები და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე მენეჯერები. იშვიათია მოთხოვნა სამართლის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენელზე.

ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
აღნიშნული ვაკანსიების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისში მოთხოვნა კვლავ იქნება დაბალ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ძირითადად სამშენებლო კომპანიებში (არაკვალიფიციური მუშების 487 ვაკანსია), საცალო ქსელურ ვაჭრობასა (მაღაზიის გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების 695 ვაკანსია) და მომსახურების სფეროში (მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეების 422 ვაკანსია).

"დედაქალაქის შრომის ბაზარზე შეგვიძლია დავახასიათოთ ორი ტიპის დეფიციტი: 1) კადრების დეფიციტი, რომლებიც სპეციფიკურ, პროფესიულ-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს: სამრეწველო დანადგარების ოპერატორები და მონათესავე პროფესიების მუშაკები, კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტ-პროფესიონალები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები და ამწყობები,

საფინანსო და ადმინისტრაციული განყოფილების მენეჯერები, სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრები, კვების ტექნოლოგები, შემდუღებლები, მოძრავი ტექნიკური საშუალებების ოპერატორები. ეს ის პოზიციებია, რომლებზეც დამსაქმებლებს კადრის მოძიება უჭირს და ზოგჯერ პრობლემის გადასაჭრელად სხვა ქვეყნიდან ჩამოყავს სპეცალისტი; 2) დეფიციტი გამოწვეულია კადრების დაბალი მოტივაციით დასთანხმდნენ დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პირობებს: დაბალ ანაზღაურებას, მძიმე სამუშაო გრაფიკს. ამგვარ პროფესიათა შორის ძირითადად დაბალკვალიფიციური კადრების საჭიროების მქონე პოზიციებია, რომლებზეც საშუალო თვიური ანაზღაურება 350-დან 500 ლარამდე მერყეობს

(მაგ.არაკვალიფიციური მუშები, მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეები, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს არაკვალიფიციური მუშები, საექთნო საქმიანობისა და მეანობის სპეციალისტ-პროფესიონალები, სანიტრები, მიმტანები, ბარმენები)", - წერია კვლევაში.

რა ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში, დაწვრილებით იხილეთ აქ

myquiz