პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისა"-ს რამდენიმე ეტიკეტის მქონე პრეზერვატივის გაყიდვიდან ამოღება დაეკისრა | Allnews.Ge

პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისა"-ს რამდენიმე ეტიკეტის მქონე პრეზერვატივის გაყიდვიდან ამოღება დაეკისრა

პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია "აიისა"-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა და რამდენიმე ეტიკეტის მქონე პრეზერვატივის გაყიდვიდან ამოღება დააკისრა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ Allnews.ge-ს განუცხადა, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად პრეზერვატივის რამდენიმე შეფუთვაზე გამოსახული რეკლამა მიჩნეულია არაეთიკურად, შესაბამისად, კომპანიამ სასამართლოს მიერ განხილული დიზაინები, გაყიდვიდან უნდა ამოიღოს და მათი რეკლამირება შეწყვიტოს.

"საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენ სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ, შესაბამისად, სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება, ამ სანქციის აღსრულების ვალდებულება არ მაქვს", - განმარტა ანანია გაჩეჩილაძემ.

myquiz