ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია - გუგული მაღრაძე | Allnews.Ge

ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია - გუგული მაღრაძე

ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ჭარბწონიანობა, რომელიც ასაკში შესვლისთანავე იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებებს, მომატებულია ბავშვებში, რაც მათ მომავალს საფრთხეს უქმნის.

12 ფრაზა, რომელიც ჭარბწონიან ადამიანს არ უნდა უთხრათ

"საქართველოში მომრავლდა ჭარბწონიანობა, რაც იწვევს ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, რომელსაც ასაკში აქვს ძალიან დიდი გართულებები. შეიძლება ამას არ დასჭირდეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ მე ჩემი განწყობით ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი ატმოსფერო, რომ მომავალ თაობას კარგი გარემო დავახვედროთ", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

რა პრობლემებს იწვევს ჭარბწონიანობა - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა წონის მატებაზე საუბრობს

myquiz