მშობიარობიდან რამდენიმე საათში ქეით მილდტონმა და პრინცმა უილიამმა მესამე შვილი საზოგადოებას გააცნეს | Allnews.Ge

მშობიარობიდან რამდენიმე საათში ქეით მილდტონმა და პრინცმა უილიამმა მესამე შვილი საზოგადოებას გააცნეს

მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქეით მიდლტონი ახალშობილთან და ქმართან ერთად სამშობიაროს წინ რეპორტიორებთან შესახვედრად გამოვიდა. უილიამმა და ქეითმა პატარა პრინცი, რომელიც ლონდონში წმინდა მერის სახელობის სამშობიაროში გუშინ 13 საათზე დაიბადა, მსოფლიოს გააცნეს. ქეითს წითელი კაბა ეცვა.

ბავშვის სქესი დაბადებამდე უცნობი იყო, დილით კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ სამეფო წყვილს ბიჭი შეეძინა. ამ დრომდე არავინ იცის ბავშვის სახელი.

სამშობიაროში უილიამმა შვილები - ჯორჯი და შარლოტა ძმის გასაცნობად მიიყვანა.

myquiz