ქუთაისში ტროტუარზე პარკირებისთვის მძღოლებს 500 ლარით აჯარიმებენ | Allnews.Ge

ქუთაისში ტროტუარზე პარკირებისთვის მძღოლებს 500 ლარით აჯარიმებენ

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების არასწორ პარკინგზე კონტროლს ამკაცრებს. ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მანამდე მათ გაფრთხილება მისცეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას ითვალისწინებს.

"ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და 500-500 ლარით უკვე დაჯარიმდნენ მოქალაქეები," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზვიად ჯავახიამ.

myquiz