საქართველოში საწვავის გაძვირების საფრთხეა - "რეზონანსი" | Allnews.Ge

საქართველოში საწვავის გაძვირების საფრთხეა - "რეზონანსი"

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება. 1 ბარელის ღირებულებამ 72 აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების ერთ-ერთ ტენდენციად დოლარის გაუფასურებაც შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში საწვავის გაძვირების საფრთხეა, თუმცა იმპორტიორები ამბობენ, რომ ნავთობკომპანიებმა, შესაძლოა, ფასის გაზრდისგან თავი შეიკავონ.

ბოლო პერიოდში ბირჟებზე თვალში საცემად არის გაძვირებული ბენზინი და დიზელიც.

"პლატცის" მიხედვით, 10 აპრილის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინი 672 დოლარი ღირს, ხოლო დიზელი - 626 დოლარი. ბოლო 1 თვეში ორივე ტიპის საწვავი დაახლოებით 11%-ით გაძვირდა.

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს შორის "ლუკოილს" ყველაზე დაბალი ფასი აქვს. 1 ლიტრი "რეგულარი" 2,09 ლარად იყიდება, სხვა აგს-ებზე კი ფასი 2.17-დან 2,25 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ საწვავის ღირებულება 1.95-2,0 ლარია.

საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი უახლოეს პერიოდში საწვავის საცალო ფასის ზრდას არ ელოდება. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, სამომავლოდ რა იქნება, დაზუსტებით საუბარი გაჭირდება, რადგან მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი რამდენიმე დღის პანიკის შედეგია და უახლოეს მომავალში შეიძლება შეიცვალოს.

"ნავთობის ღირებულება მართლაც გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ეს არის ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამოძახილი, ძირითადად რაც სირიის გარშემო ხდება. ამ ვითარებამ განაპირობა, რომ ფასი წავიდა ზემოთ. ზოგადად, ბოლო პერიოდში ბირჟებზე გაძვირების ტენდენციაა როგორც ნედლ ნავთობზე, ასევე უშუალოდ საწვავზე.

ვფიქრობ, ჩვენთან საგანგაშო მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასი გაიზარდა, ლარი გამყარდა დოლარის მიმართ. ამ ვითარებამ სიტუაცია დაასტაბილურა. თუ ჩვენ წინა თვეს მიმოვიხილავთ, მარტში ნავთობის ღირებულება მატულობდა, საქართველოში კი საწვავის საცალო ფასი 4-5 თეთრით შემცირდა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლარის გამყარებაა. რა იქნება მომავალში ...

myquiz