რამდენი ქალი და კაცი იღებს მართვის მოწმობას საქართველოში ყოველწლიურად? | Allnews.Ge

რამდენი ქალი და კაცი იღებს მართვის მოწმობას საქართველოში ყოველწლიურად?

2018 წელს სულ 13 636 მართვის მოწმობა გაიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

საინტერესოა, რამდენი ქალი და კაცი იღებს მართვის მოწმობას ყოველწლიურად? აღმოჩნდა, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მეტი მართვის მოწმობა 2014 წელს გაიცა. გთავაზობთ ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს:

2016 წლამდე კი შემდეგი ტენდენცია შეინიშნებოდა:

2015 წელს მართვის მოწმობა 21 944-მა ქალმა და 27479-მა კაცმა აიღო;

2014 წელს დოკუმენტის მფლობელი 43 632 კაცი და 29 523-მა ქალი გახდა;

2013 წელს კი მართვის მოწმობა 39 338-მა კაცმა და 19 514-მა ქალმა მოიპოვა.

რაც შეეხება ასაკის მიხედვით განაწილებას, 18 წლის პირებზე 2018 წელს 861; 19 წლის ასაკის ახალგაზრდებზე 546, ხოლო 20 წლის პირებზე 524 მართვის მოწმობა გაიცა.

2017 წელს მართვის უფლება 18 წლის 3192 პირს მიენიჭა, 19 წლის ასაკში დოკუმენტი 2331 მოქალაქემ მიიღო, 20 წლის პირებზე კი 2135 მართვის მოწმობა გაიცა.

რაც შეეხება 2016 წელს, აღნიშნული ასაკის პირებზე გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობაში მომდევნო წლებთან შედარებით მკვეთრი განსხვავება არ არის.

კერძოდ, 18 წლის მოქალაქეებმა 3419 დოკუმენტი მიიღეს, 19 წლის პირებმა 2245, ხოლო 20 წლის ახალგაზრდებმა 2020.

myquiz