როდემდე იქნება ელექტრომობილების დამტენების გამოყენება უფასო? | Allnews.Ge

როდემდე იქნება ელექტრომობილების დამტენების გამოყენება უფასო?

კომპანია E-Space-ის ინფორმაციით, რომელიც ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობების დამონტაჟებაზეა პასუხისმგებელი, საქართველოში სულ 40 დამტენი ფუნქციონირებს. მათგან ერთი სწრაფი დამტენია, რომელიც ურბნისში ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მდერბარეობს.

კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, დათო იოსავას თქმით, ელექტრომობილების დამუხტვაზე 2017 წელს სულ 50 000 კილოვატი ელექტროენერგია დაიხარჯა, ტრანზაქციების რაოდენობა კი 6 000-ს შეადგენს.

"2018 წელს ტრანზაქციების ანუ დატენვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სამი თვის განმავლობაში 2000-ს მიაღწია. წინა წელთან შედრებით მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ იზრდება. რაც დამტენების რაოდენობა გაიზარდა, ელექტრომობილების იმპორტმაც იმატა, რადგან ხალხს უკვე აქვს ადგილი, სადაც შეუძლია, ელექტრომობილი დატენოს.

იხილეთ ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილები

ამჟამად ელექტრომობილის დამტენით სარგებლობა უფასოა, მათი რაოდენობის ზრდა კი, რა თქმა უნდა, იგეგმება, ვგეგმავთ, რომ პირველ ეტაპზე ქალაქში დამტენების რაოდენობა გაიზარდოს 100-მდე. დამტენების დამონტაჟება უნდა მოხდეს ავტობანზეც, რომ ელექტრომობილებით გადააადგილება აქაც შესაძლებელი იყოს," - განმარტავს დათო იოსავა.

მისი თქმით, 2018 წელს ქალაქში ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა ისევ უფასო იქნება, თუმცა, მაგისტრალზე არსებულ დამტენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

myquiz