ბოლო 5 თვეში მართვის მოწმობა ვადის გასვლის გამო 75 269-მა ადამიანმა გამოცვალა | Allnews.Ge

ბოლო 5 თვეში მართვის მოწმობა ვადის გასვლის გამო 75 269-მა ადამიანმა გამოცვალა

ბოლო 5 თვეში ვადის გასვლის გამო 75 269 მართვის მოწმობა შეიცვალა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია Allnews.ge-მ გამოითხოვა.

"შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, ვადის გასვლის გამო შეცვლილია 75 269 მართვის მოწმობა," - განმარტებულია შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადა 2018 წლის 1-ელ აპრილამდეა.

myquiz