საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ | Allnews.Ge

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ

საბავშვო ბაღებში ტურნიკეტები დაიდგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ყოველდღიური რეგისტრაცია.

"ეს არის რეალურად მოწესრიგება ამ სისტემის, რომელიც გულისხმობს, რომ გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, კერძოდ საბარათე სისტემაზე. მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა. თავად მშობლები დაარეგისტრირებენ ბავშვებს მისვლისას. ახლა აღრიცხვა ხდება აღმზრდელ-პედაგოგების მიერ, რასაც იყენებს ადმინისტრაცია შემდგომ. ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას გამოიყენებენ.

myquiz