საბავშვო ბაღებში შესაძლოა შაბათ-კვირის სერვისი ამოქმედდეს | Allnews.Ge

საბავშვო ბაღებში შესაძლოა შაბათ-კვირის სერვისი ამოქმედდეს

მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ, კერძოდ, ბაღში აღსაზრდელების დატოვება 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გახდეს შესაძლებელი. ამ საკითხზე თავად სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში დგას, მაგრამ კონკრეტულად ჩამოყალიბებული არ არის გეგმა. ამის პარალელურად, შესაძლოა საბავშვო ბაღებში კიდევ ერთი, შაბათ-კვირის სერვისი დაინერგოს.

დეტალების გასარკვევად, Allnews.ge ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ჯერ იდეის დონეზეა და მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა.

"ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი. ეს იყო მშობლებთან და ბაღის გამგებლებთან შეხვედრის შემდეგ დაინტერესებული თემა. ეს არის დამატებითი სერვისები, რომელზეც შემოთავაზება იყო შეხვედრის დროს, თუმცა ჯერ კონკრეტული განხილვა არ დაწყებულა. კონცეფციაზე მიდის მუშაობა, როდესაც იდეა საბოლოო სახეს მიიღებს, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება", - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

myquiz