ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს | Allnews.Ge

ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოუჩინეს

განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ განუცხადა, მანდატურმა შემოწმებისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.

"როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისთვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ", - განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსის" მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას,1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი. სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.

myquiz