რა მოხდება თუ ფულს კრიპტოვალუტა ჩაანაცვლებს? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ ფულს კრიპტოვალუტა ჩაანაცვლებს?

წარმოიდგინეთ, მსოფლიოში არსებული ფულის მიმოქცევა კრიპტოვალუტით რომ ჩანაცვლდეს და ანგარიშსწორება მხოლოდ მისი საშუალებით იყოს შესაძლებელი.

როგორც უცხოური გამოცემა Futurism-ი წერს, კრიპტოვალუტას მომავალში შეიძლება გარკეული სარგებლობის მოტანაც შეეძლოს. მაგალითად, წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც მაღაზიებში ყველაფერს კრიპტოვალუტის და ტექნიკური მოწყობილობების მეშვეობით ვიძენთ, - "ეს შეიძლება ინდივიდებისთვისთვის სარგებლის მომტანი იყოს, მაგრამ დიდი გამოწვევა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის, რადგან კრიპტოვალუტას თავისი მიმოქცევის ფორმა აქვს", - წერს გამოცემა.

თუ ყველა ჩვენგანი მიმოცვლის საშუალებად კრიპტოვალუტას გამოიყენებს, ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაც დასჭირდება, ამავდროულად, ნაღდი ფულის მომოქცევიდან ამოღებას დიდი დრო დასჭირდება.

როგორც გამოცემა წერს, კრიპტოვალუტის მიმოქცევაში მიღების შემთხვევაში ხელისუფლებებსაც პრობლემები შეექმნებათ, რადგან ეფექტური კონტროლის განხორციელება გაუჭირდებათ.

ქართული კრიპტოვალუტა Golden Fleece

Inside Bitcoins-ის ინფორმაციით კი, ბანკები იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი ფუნქციონირებენ, წარსულია, რომელსაც სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ.

"კრიპტოვალუტის გამოყენების ყველაზე კარგი შედეგები შეიძლება იყოს ის, რომ ბიტკოინის ლეგალიზაციით მივიღებთ უფრო მეტ თავისუფლებას. ფინანსები იქნება გაცილებით უფრო ძლიერი, რადგან ბიტკოინის ღირებულება მაღალია. ასევე ფინანსების განკარგვა კიდევ უფრო გამარტივდება, თუ მთელი მსოფლიო მხოლოდ ერთი ტიპის კრიპტოვალუტას გამოიყენებს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბიზნესები უფრო მარტივად სამართავი გახდება, ვიდრე ახლაა", - წერს Inside Bitcoins-ი.

თუმცა, როგორც ვებგვერდი წერს, ამას აქვს უარყოფითი მხარეებიც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი მისი სისტემის, ბლოქჩეინის მეშვეობით უსაფრთხო და დაცულია, შესაძლოა, ის მომავალში ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მაინც გახდეს.

"დაცვა და ციფრული სიძლიერე აუცილებლად უნდა განვითარდეს, რათა სისტემა კრიმინალებისგან დავიცვათ. კრიპტოვალუტა უფრო პოპულარული ხდება, ამავდროულად, აშშ-ში დაფიქსირდა BitLicense-ს გაცემის შემთხვევები, რაც რეგულირების გარკვეულ ფორმას გულისხმობს", - წერს ვებგვერდი.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის დაცულ სისტემაზე ინტერნეტში ბევრი პოზიტიური რამ იწერება, ექსპერტთა ნაწილი კრიპტოვალუტაში თანხების დაბანდებას მაინც ეჭვით უყურებს, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

მაგალითად, როგორ CNBC წერს, მაშინ როცა ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, გამოყენება ბევრმა ავტორიტეტულმა კომპანიამ, მაგალითად, Amazon-მა არ დაიწყო, როცა სხვა კომპანიები მისით დაინტერესდნენ. სწორედ ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა და შესაძლოა, მისი ღირებულება არ განულდეს, მაგრამ სხვა კრიპტოვალუტების მიმართ ეს პროგნოზი მოსალოდნელია", - წერს გამოცემა.

კრიპტოვალუტის მომავლისა და პოპულარობის შესახებ მნიშვნელოვანია Forbes-ის სტატიაც სათაურით "ახალგაზრდებო, კრიპტოვალუტა თქვენს მომავალში ასე ტრანსფორმიდება".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალგაზრდებისთვის კრიპტოვალუტა შეიძლება ინვესტიციის საშუალებად იქცეს, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებთან. გამოცემა წერს, რომ eBay, Expedia, McDonald’s-ი და Subway-ი ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტის გამოყენებას იწყებენ. ასევე, Forbes-თან ინტერვიუში Global Degree-ს დამფუძნებელი, მაიკლ გრაციანო აღნიშნავს, რომ შვეიცარიის მთავრობა ბიტკოინის გადასახადების გადახდისთვის დაშვებაზე მსჯელობს.

"დუბაიმ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი "ბლოკჩეინ ქალაქი" გახდება. ეს არის მთავარი ეკონომიკების მთავარი შეტყობინებები. ველოდები რომ ცვლილებები რეალურად 2018 წელს ამოქმედდება.

"თუ მომავალში ბიტკოინს ყველა გამოიყენებს, ეს ეკონომიკის გაზიარების საშუალებას მოგვცემს, როგორც მაგალითად, რამდენიმე მსხვილი კომპანიის გაძლიერებისას მოხდა. ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს სისტემა, რომელშიც ადამიანებს სხვადასხვა რამის გაცვლა და გაზიარება შეეძლებათ, მაგალითად, ავტომობილების, სახლების და ა.შ. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელთ გვაქვს არის მონაცემები, შესაძლოა, იმაზე ძვირფასიც, ვიდრე ფული, რადგან ონლაინ სივრცეში ყველგან, სადაც შედიხარ და რასაც აკეთებ, იწერება. ეს კი ვირტუალურად გაქცევს, მაგრამ აქ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ვირტუალური საკუთარი თავი შენ არ გეკუთვნის, ის სხვადასხვა კომპანიის, მაგალითად, Google-ს საკუთრებაშია. ბლოკჩეინი კი არის ერთადერთი ახალი სისტემა, რომელიც კონფიდენციალობის შენარჩუნების საშუალებას გაძლევს, ასევე შეგიძლია მონეტიზაციის განხორციელება და კონტროლი, თუ სად მიდის შენი ინფორმაცია", - განმარტავს ის.

თუმცა, მსოფლიო ინვესტორებისა და მილიარდერების ნაწილი კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მაგალითად, ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორი, უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტებს პერსპექტივა არ აქვთ. მან განაცხადა, რომ ბიტკოინს და სხვა ციფრულ ვალუტებს ცუდი დასასრული ექნება.

myquiz