ცუკერბერგმა ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა | Allnews.Ge

ცუკერბერგმა ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა

"ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის" თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვირაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის კაპიტალი 192 მილიარდით გაიზარდა, ხოლო გასულ წელს ზრდამ მთელი 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

თუმცა, მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, მათ შორის არის ერთი ცნობილი მილიარდერი, რომელმაც გუშინდელი განცხადების ფონზე ერთ დღეში 3,3 მილიარდი იზარალა. ეს გახლავთ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის გადაწყვეტილებასაც, სრულიად შეცვალოს სოციალური ქსელის ე.წ. ნიუს-ფიდი, მილიარდერების რეიტინგში საპატიო მეოთხე ადგილის დაკარგვა მოჰყვა, რომელიც მან Zara-ს დამფუძნებელს, ამანსიო ორტეგას დაუთმო.

მალე Facebook-ის "ნიუსფიდს" ვეღარ იცნობთ - მარკ ცუკერბერგი მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს

Bloomberg-ის მონაცემებით, მარკ ცუკერბერგის კაპიტალი ამ განცხადების შემდეგ 3,3 მილიარდით შემცირდა და ამ დროისთვის 74 მილიარდ დოლარს შეადგენს. იხილეთ ვრცლად

myquiz