ანომალური ყინვა აშშ-ში - დაათვალიერეთ ფოტოები | Allnews.Ge

ანომალური ყინვა აშშ-ში - დაათვალიერეთ ფოტოები

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ ყინვაა. სამაშველო სამსახურებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ "ბომბი ციკლონის" შედეგების გამოსწორება ახლახანს დაიწყეს, თუმცა სინოპტიკოსების თქმით, მოსახლეობა კიდევ ერთ ყინულოვან ქარიშხალს უნდა ელოდოს. ქარიშხალი ამჯერად აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებსაც შეეხება და ისეთ ქალაქებს დააზარალებს, როგორიც ჩიკაგო, კლევლენდი, ნიუ-იორკი და ატლანტაა.

შაბათ-კვირას ქარის სიჩქარე 50 კილომეტრ/საათს აღწევდა, ტემპერატურა კი სშუალოზე დაბალი იყო, რამაც ფრენებთან და ეექტროენერგიასთან დაკავშირებით დამატებითი პრობლემები შექმნა. ქარიშხალს ძლიერი თოვლიც ემატება.

რაც შეეხება ტემპერატურას, ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მასაჩუსეტში კვირას ჰაერის ტემპერატურა მინუს 9 გრადუსამდე დაეცა, რამაც 1942 წლის რეკორდს (-5 გრადუსი) გაუსწრო. როდ-აილენდში კი -3 გრადუსი დაფისიქრდა, რამაც 1912 წლის რეკორდს გადააჭარბა (-1).

"ბომბ ციკლონსა" და შემდგომ უამინდობას ამერიკაში, ამერიკული მედიის ცნობით, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

myquiz