რა ელის ავტომობილს თუ ტექდათვალიერებისას ხარვეზი დაფიქსირდება? | Allnews.Ge

რა ელის ავტომობილს თუ ტექდათვალიერებისას ხარვეზი დაფიქსირდება?

თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას ხარვეზი აღმოაჩნდა, მის გამოსასწორებლად მფლობელს 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც) ეძლევა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით გადაადგილება არ იკრძალება.

"პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეუძლია. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას ხარვეზი აღმოაჩნდა, მის გამოსასწორებლად მფლობელს 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც) ეძლევა. თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს" - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ტექდათვალიერების ვადები და დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან უკვე დაიწყო.

myquiz