ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა | Allnews.Ge

ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებას თურქეთის ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. ასობით მოქალაქე ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოვიდა და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო.

სტამბოლში მანიფესტანტები შტატების საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ისრაელის დროშა დაწყვეს. აქციის მონაწილეები ანტიამერიკულ და პალესტინის მხარდასაჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანას 1995 წელს კონგრესმა მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი მას შემდეგ მოყოლებული ტრამპის პრეზიდენტობამდე წინ არ წასულა.

myquiz