სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი | Allnews.Ge

სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

დეტექტივ-გამომძიებელ ლევან დიდიძის ინფორმაციით, ხორავას ქ.#4-ში მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებითა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ლევან დიდიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები და ამ ეტაპზე ამ კამერების შესწავლა ხდება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, მოზარდების შორის დაპირისპირების მოტივი. დიდიძის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“14.10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მოხდა ჩხუბი, აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანი სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამოღებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ამ წუთში მიმდინარეობს ამ კამერების შესწავლა”, - განაცხადა ლევან დიდიძემ.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.

myquiz