უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა | Allnews.Ge

უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა

2017 წლის 28 მარტიდან 2 ნოემბრამდე, უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანიაში 7 თვეში საქართველოს 46 045-მა მოქალაქემ იმოგზაურა. ამავე სტატისტიკის თანახმად, გერმანიის შემდეგ უვიზო რეჟიმით საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ საბერძნეთში ისარგებლა. კერძოდ, საბერძნეთის საზღვარი უვიზოდ საქართველოს 26 597-მა მოქალაქემ გადაკვეთა. საქართველოს 22 087 მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში, 13 091 პოლონეთში, 8 348 - ესპანეთში, 7 447 - უნგრეთში, 7 140 - კვიპროსში, 6 231 - საფრანგეთში, 4 053 - ავსტრიაში, 4 034 - ნიდერლანდებში, 3342 - ლიტვაში, 2873 - ლატვიაში, 2515 - ჩეხეთში, 1270 - ბელგიაში, 983 - შვეიცარიაში, 774 - შვედეთში, 678 - პორტუგალიაში, 654 - ბულგარეთში, 514 - რუმინეთში, 494 - ესტონეთში, 344 - მალტაში, 319 - დანიაში, 240 - ხორვატიაში, 152 - ნორვეგიაში, 129 - ფინეთში, 83 - სლოვენიაში, 70 - ლუქსემბურგში, 70 - სლოვაკეთში, 45 - ისლანდიაში, 3 - ლიხტენშტეინში, მთლიანობაში კი ეს რიცხვი 160 625-ს შეადგენს. 4 434 შემთხვევაში, არ არის ნაჩვენები შენგენის ზონის კონკრეტული ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა იმოგზაურეს.

მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან (28 მარტი) 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ - 165 059 ერთეული შეადგინა. პირების რაოდენობან, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვის უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, შეადგენს - 10 330-ს. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.

myquiz