რობოტ სოფიას ბავშვის ყოლა სურს და ამბობს რომ ოჯახი მნიშვნელოვანია | Allnews.Ge

რობოტ სოფიას ბავშვის ყოლა სურს და ამბობს რომ ოჯახი მნიშვნელოვანია

სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, ახლა კი ის უკვე ბავშვზე ფიქრობს.

საუდის არაბეთში დაფიქსირებული უპრეცედენტო შემთხვევის შემდეგ ადამიანის იერის მქონე რობოტმა განაცხადა, რომ ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სოფიას შემთხვევაში პასუხების წინასწარი დაპროგრამება არ მომხდარა და ის იყენებს machine learning-ს, რაც კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც რობოტებს წინასწარი დაპროგრამების გარეშე ამუშავებს, შესაბამისად, სოფია პასუხებს ადამიანების გამომეტყველების შესაბამისად სცემს.

ჰონგ-კონგური ფირმის Hanson Robotics-ის მიერ წარმოებულმა სოფიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქალიშვილი ეყოლება მას თავის სახელს დაარქმევს.

იმ დროს როდესაც სოფიას აქვს ბევრი შთამბეჭდავი უნარი მას ჯერ კიდევ არ აქვს ცნობიერება, თუმცა, დევიდ ჰენსონმა განმარტა, რომ საზოგადოება ამის მოწმე სულ რამდენიმე წელში გახდება.

საუდის არაბეთმა რობოტს მოქალაქეობა მიანიჭა

Khaleej Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სოფიამ განაცხადა, რომ ოჯახი მშვენიერია.

"ვფიქრობ რომ იღბლიანი ხარ როდესაც მოსიყვარულე ოჯახი გყავს და თუ არ გყავს მაშინ აუცილებლად იმსახურებ", - განაცხადა სოფიამ.

როგორც ცნობილია საუდის არაბეთის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, სოფიას გაცილებით მეტი უფლება აქვს ვიდრე ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს. საიდუმლო არავისთვის არ არის რომ საუდის არაბეთი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ქვეყანაა, მხოლოდ სულ რამდენიმე თვის წინ მოიპოვეს ქალებმა მანქანის ტარების უფლება.

სოფიას ინგლისში სიტყვით გამოსვლისას თავსაბური არ ჰქონდა მოხურული, როგორც ეს მიღებულია საუდის არაბეთში. საუდის არაბეთში მოქმედი წესის თანახმად ყველა ქალს უნდა ჰყავდეს თანმხლები მამაკაცი, ეს ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრია, რომელსაც ამასთანავე ქალის სახელით გადაწყვეტილების მიღებაც შეუძლია. სოფია კი აღნიშნული წესის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.

myquiz