როგორ ჩავიცვათ ამ ზამთარს? - იხილეთ 2018 წლის ტენდენციები | Allnews.Ge

როგორ ჩავიცვათ ამ ზამთარს? - იხილეთ 2018 წლის ტენდენციები

2017 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის, ისე თბილისის ქუჩის მოდაზე უკვე აისახა, რადგან ხშირად შეხვდებით უსწორმასწორო დაბოლოების მქონე ე.წ დუტის ქურთუკით ან ვეფხვის პრინტის მქონე პალტოთი შემოსილ გოგონებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან წლევანდელი ტენდენციები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

როგორ ჩავიცვათ ამ ზამთარს?

Vogue-ს ცნობით, ტენდენციურია შავისა და ლურჯის ურთიერთშეხამება. ძირითად შემთხვევებში ლურჯი უნდა ბრწყინავდეს, რაც უკვე გამოჩნდა Armani-ს, Saint Laurent-ისა და Versace-ს კოლექციებში.

თუ Chanel-ი თქვენი საყვარელი ბრენდია, მის მიერ დამკვიდრებული სტილი ალბათ თქვენს შენაძენებზეც აისახება, შესაბამისად, თქვენს გარდერობში წელს პრიალა ვერცხლისფერი აუცილებლად მოხვდება. ტენდენციურია როგორც ვერცხლისფერი შარვლები, ისე ჟაკეტები, ქურთუკები და ქვედა კაბები.

ვარცხნილობები, რომლებიც 2018 წელს პოპულარული იქნება

განწყობის ასამაღლებლად გარდერობის გამდიდრება ფერადი, სხვადასხვა პრინტისა და ნახატების ურთიერთშეთავსება შეგიძლიათ. წელსაც, Margiela, Gucci და Alexander McQueen-ი მოდის მოყვარულებს მხიარულ, მრავალფეროვან კოლექციებს სთავაზობენ, რომელთა გავლენაც თითოეულ მაღაზიაში არსებულ კოლექციებზე აუცილებლად აისახება.

გიფიქრიათ რომ სირაქლემას ბუმბული ტრენდული იქნებოდა? წელს ამ ტენდენციას აქტიურად ამკვიდრებს ვინ, თუ არა Balenciaga, ასევე Alexander McQueen-ი და Sonia Rykiel-ი. სირაქლემას ბუმბულით გაწყობლი კაბები და მოსასხამები პოდიუმზე უკვე გამოჩნდა, ამიტომ ამგვარ სამოსში გამოწყობილ მოდის მოყვარულებს ალბათ თბილისშიც უნდა ველოდოთ.

იმისათვის, რომ ზამთარში სირაქლემას ბუმბულებსა და თხელ, ვერცხლისფერ სამოსში არ შეგვცივდეს, მოდის სახლები კომფორტულ, ნაქსოვ ტანისამოსსაც გვთავაზობენ. კერძოდ, Sonia Rykiel-ი da Loewe and Joseph-მა ზამთრის სუსხისგან თავის დასაღწევად ზოგჯერ ბოლოებში გაშვებული, გრძელსახელოებიანი ან უბრალოდ, პლედივით მოსახვევი ნაქსოვი ზედატანები შექმნეს.

საქართველო ბეწვიანი ქურქების მოყვარულთა რეგიონია, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მუდამ ფერადი და ინოვაციური Fendi-ს, Miu Miu-სა და Prada-ს მრავალფეროვანი პალიტრის მქონე ქურქები.

თუ სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო შედარებით აკადემიურ სტილს ირჩევთ, ამაში ნაცრისფერში, კრემისფერში ან შედარებით ნაკლებადპრეტენზიულ ფერში გადაწყვეტილი პალტო, შარვალი თუ პიჯაკი დაგეხმარებათ, რომელთა მრავალფეროვან არჩევანსაც Stella McCartney, Balenciaga და Kelvin Klein-ი გვთავაზობენ.

Polka Dots - ეს სიტყვათაშეთანხმება თქვენთვის უცნობი არ უნდა იყოს, რადგან უკვე ათწლეულებია, მოდაში მრავალწერტილიანი პრინტის მქონე სამოსი დომინირებს. თეთრზე შავი წერტილები უბრალო, მაგრამ ეფექტურია იმისთვის, რომ ამ სეზონზე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. Loewe, Balenciaga და Giambattista Valli გვკარნახობენ, მრავალწერტილიანი პრინტის მქონე სამოსი წელსაც ტრენდულია.

ამ სეზონზე, მაღაზიებში თუ სამოსზე ასახული გალაქტიკა შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მათი 60-იანი წლების მოდიდან უკან დაბრუნება Chloe-ს, Chanel-ისა და Isabel Marant-ის მოდის სახლების იდეაა.

ჩაიცვამთ თუ არა ვარკვლავებით მოჭედილ კაბებს, უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ხშირად, სპორტული სამოსი ზამთრის სეზონზე ყველაზე კომფორტულია ხოლმე, რადგან დიდი, თბილი ქურთუკები და სპორტული ფეხსაცმელი გაყინულ ქუჩებში გადაადგილებას გვიადვილებს. დიდი, სათხილამურო ქურთუკები, ფერადი შარვლები და ვინტაჟური სტილის ჟილეტები წელს ძალიან ტრენდულია.

შავი პრიალა ტყავი, რომელი მატრიცას (Matrix) სტილს მოგაგონებთ, ამ ზამთარს ფუტურისტულ განწყობასს შეგიქმნით. აღნიშნული ტრენდები წელს Bottega Veneta-მ, Saint Laurent-მა და Proenza Schouler-მა შემოგვთავაზეს.

პრიალა, გამომწვევი ცისფერი შარვლები, პალტობი, ქურთუკები, კაბები, ჩანთები თუ ჩექმა ამ სეზონზე ასევე ტრენდულია. თუ ნათელი ფერების მოყვარული ხართ, მაშინ Valentino-სა და Nina Ricci-ს ეს ტენდენციები სწორედ თქვენთვისაა.

მხრის ბალიშები, რომლებიც 90-იან წლებში პოპულარული იყო, ბრუნდება. ასეთი სტილი უფრო მკაცრი და აკადემიურია. მხრის ბალიშების მქონე პალტოები წელს Balenciaga-მ და Isabel Marant-მა შემოგვთავაზეს.

წლებია, თბილისის ქუჩის მოდაში ლეოპარდის პრინტი დომინირებს.
ქართველ მოდის მოყვარულებს მსოფლიოს მოდის სახლებმა მსგავსი პრინტის მქონე სამოსის ჩაცმა წელსაც ურჩიეს. ლეოპარდის პრინტი განსაკუთრებით გლამურულად მიიჩნევა. აღნიშნული პრინტი Dolce&Gabanna-სა და Michael Kors-ის კოლექციებში დომინირებს.

კანისფერს, ასევე აქლემის ბეწვის ტონალობის მქონე სამოსს 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აღნიშნული ფერები ძალიან საყვარელია ქართველი მომხმარებლისთვისა და მოდის მიმდევართათვის, რადგან შედარებით ნაზი, ურბანულ სტილს მორგებული და ნაკლებადპრეტენზიულია. მსგავსი ფერები ძირითადად, Marc Jacobs-ის კოლექციაში დომინირებს.

როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში მივიჩნევთ, რომ ვარდისფერი პრეტენზიული ან ბავშვურია, თუმცა მსოფლიოს მოდის სახლები ასე არ ფიქრობენ. ვარდისფერი განსაკუთრებით ლამაზია ნაცრისფერთან "ურთიერთობაში", ასეთ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ურბანულ სტილს განსაკუთრებით უხდება.

ვარდისფერი წელს საღამოს კაბებშიც დომინირებს, რომლებიც Emilio Pucci-მ, Emporio Armani-მ და Prada-მ შემოგვთავაზა.

დიდბალიშებიანი ე.წ დუტის ქურთუკებში გამოწყობილი გოგონები თბილისში ტემპერატურის კლებასთან ერთად გამოჩნდნენ. ასეთი ქურთუკები ძალიან ტრენდულად მიიჩნევა, ერთდროულად უხდება ურბანულ და აკადემიურ სტილსაც. მათი ჩაცმა მოდის მყვარულებს Vetements-მა და Versace-მ უკარნახა.

myquiz