"სასტუმრო "ლეოგრანდის" საევაკუაციო კიბე მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა" | Allnews.Ge

"სასტუმრო "ლეოგრანდის" საევაკუაციო კიბე მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა"

საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო "ლეოგრანდის" შენობაშია, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტებს გუშინ ბათუმში განუცხადა. როგორც მან განმარტა, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციის დროს აღნიშნული კიბის გამოყენება ვერ შეძლეს.

"შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, საევაკუაციო კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო-უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს, მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დანარჩენს გამოძიება დაადგენს",- განაცხადა სირაძემ.

რას ყვებიან თვითმხილველები "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარზე

სასტუმროს თანამშრომლების ნაწილი და თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ სასტუმროს საევაკუაციო კიბე აქვს და მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

სასტუმრო "ლეოგრანდს" წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სარეკომენდაციო ნიშანი არ მიუღია

myquiz