რატომ ასწავლიან მილიარდერები შვილებს ჩინურს? | Allnews.Ge

რატომ ასწავლიან მილიარდერები შვილებს ჩინურს?

როდესაც Quantum Fund-ის თანადამაარსებელს ჯიმ როჯერსს შვილები შეეძინა, პირველი, რაზეც მან ფიქრი დაიწყო, თავისი ქალიშვილებისთვის უპირატესობის მოპოვებაში დახმარება იყო. პირველი კითხვა, რომელიც მან საკუთარ თავს დაუსვა იყო ის, თუ როგორ დაეხმარებოდა ქალიშვილებს ამ უპირატესობის მოპოვებაში.

ადრე თუ გვიან ამ კითხვაზე პასუხს მიაგნო და გადაწყვიტა შვილებისთვის ჩინური ესწავლებინა.

"ბევრი დრო, ფულადი სახსრები და ენარგია დავხარჯე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი შვილები ამას შეძლებდნენ", - აღნიშნა როჯერსმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბარში.

მიზნის მიღწევისთვის ჯიმ როჯერსის ოჯახს მსხვერპლის გაღება მართლაც დასჭირდა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ჩინურად მოსაუბრე ძიძა დაექირავებინა ან შვილები შესაბამის შემსწავლელ კურსებზე შეეყვანა, ყველა საჭირო ნივთი სამგზავრო ჩანთაში მოათავსა და სინგაპურში გადასახლდა.

"ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ქვეყნის მასშტაბით ჩინურად საუბრის კონკურსში ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა, მისი უმცროსი და ამ საკითხში კიდევ უფრო წარმატებულია" - განაცხადა ჯიმმა.

რა თქმა უნდა, ყველა მშობელს არ აქვს სურვილი და ზოგჯერ არც შეუძლია ცხოვრება ასე რადიკალურად შეცვალოს, შვილებისთვის ჩინური ენის შესწავლის მიზნით, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს მასშტაბით და, განსაკუთრებით, ამერიკაში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ მათმა შვილებმა ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდდასახლებული და მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ენა შეასწავლოს.

ამერიკაში ჩინურის შემსწავლელი ინდივიდუალური კურსების, ისევე როგორც სპეციალური პროგრამების რაოდენობა ყველდღიურად იზრდება.

გამოკითხვის თანახმად, ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მშობლების ჩინურით დაინტერესება 100%-ს შეადგენს.

სასწავლო კურსები მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანი ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზაა, არ გქონდეს სხვა ენაზე საუბრის საშუალება, გარდა შესასწავლი ენისა, ამ შემთხვევაში კი ჩინურის.

myquiz