რატომ გახდა აშშ-ში იარაღით თავდასხმები უფრო სისხლიანი? | Allnews.Ge

რატომ გახდა აშშ-ში იარაღით თავდასხმები უფრო სისხლიანი?

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში 5 ყველაზე სისხლიანი თავდასხმიდან სამი უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში განხორციელდა. ერთ-ერთი პირველი მასობრივი მკვლელობა 1949 წელს ნიუ-ჯერსიში მოხდა - ომის ვეტერანმა ჰოვარდ უნრუჰმა თავისი მეზობლები დახოცა, მსხვერპლმა მაშინ 13 ადამიანს მიაღწია.

მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მსხვერპლის რაოდენობამ მოიმატა და ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში 1966 წელს მომხდარ თავდასხმას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1984 წელს კალიფორნიაში ერთ-ერთ "მაკდონალდსში" მომხდარი მასობრივი მკველობის დროს 21 ადამიანი დაიღუპა.

უკანასკნელ რამდენიმე თვეში მომხდარი თავდასხმები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

ბილ გეიტსი ტერორიზმის ახალი ფორმის შესახებ გვაფრთხილებს

ექსპერტების განმარტებით, ამ შემაშფოთებელი ტენდენციის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრი და თანაც კომპლექსურია. ანალიტიკოსები რამდენიმე იმ ფაქტორზე საუბრობენ, რომლებიც სისხლიანი თავდასხმების უკან იმალება.

იარაღი გაუმჯობესებულია და გაცილებით გაძლიერებულია.

თავდამსხმელები იყენებენ ისეთ იარაღს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ათობით ადამიანი ისე მოკლან, რომ ტყვიების მარაგი არ ამოეწუროთ. მსგავსი იარაღის წყალობით მათ დროის მოკლე მონაკვეთში უფრო მეტი ტყვიის გამოყენება შეუძლიათ, ეს კი შესაძლებლობას აძლევთ, რომ ადამიანები სამიზნეშიც არც კი ამოიღონ.

მკვლევარები თავდასხმების გახშირების მიზეზების ძიებისას, ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად კანონსაც ასახელებენ. ამერიკაში ნახევრად ავტომატური და მაღალკალიბრიანი თავდასხმის იარაღების შეძენა და ტარება 1994 წელს გამკაცრდა, თუმცა 2004 წელს აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავს იარაღზე აკრძალვის მოხსნამ მასობრივი თავდასხმების ახალ ერამდე მიგვიყვანა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ყველა შტატს თავისი საკუთარი კანონმდებლობა აქვს. მაშინ, როდესაც ერთი შტატის ხელისუფლება იარაღის შეძენა-ტარებასთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს, სხვა შტატებში, როგორიც არის, მაგალითად, ჯორჯია იარაღის ტარება ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრისა ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც შეუძლიათ, როგორიც კლუბი და სკოლაა.

გარდა ამისა, თავდამსხმელები მასობრივი მკვლელობის ადგილს უფრო ყურადღებით არჩევენ და სამიზნედ ისეთ ხალხმრავალ ადგილებს ირჩევენ, როგორიც ლას-ვეგასია ფესტივალის დროს ან კინოდარბაზი კინოჩვენების დროს. ანუ ადგილი იმდენად ხალხმრავალი უნდა იყოს, რომ თავდამსხმელს სროლისას დამიზნებაც კი არ დასჭირდეს. ამასთანავე, ისინი თავდასხმის ადგილზე წინასწარ საველე სამუშაოებს აწარმოებენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიონ.

კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ დამნაშავეები მედიასაშუალებების მიერ ამბის გაშუქებითაც არიან წახალისებულები. იშვიათობას აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თავდამსხმელები შემთხვევის ორგანიზებამდე ცოტა ხნით ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტავენ, არც ის არის იშვიათობა, რომ ისინი ზოგჯერ თავდასხმის მიმდინარეობას პირდაპირი ეთერით გადმოსცემენ. მედია ორგანიზაციების ინტერესიც საკმაოდ დიდია, ისინი ქმნიან სპეციალურ გვერდებს და ამბავს 24 საათის განმავლობაში აშუქებენ. გარდა ამისა, რეპორტიორები ხშირად ინტერესდებიან თავდამსხმელის ვინაობით და დამნაშავის პიროვნებაზე, ოჯახსა თუ ცხოვრებაზე სხვადასხვა დეტალებს აგროვებენ, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ ადამიანებისთვის ცუდი, თუმცა მაინც სახელის მოხვეჭას. ეს კი მათი ძირითადი მიზანია. მოიხვეჭონ სახელი და მათი ვინაობა სიკვდილის შემდეგაც დაიმახსოვრონ. ხშირ შემთხვევაში, თავდამსხმელები ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან ხოლმე და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი გამოიწვიონ, რათა ყველა სისხლიანი ისტორიის თხრობა, პირველი რიგში, მათი სახელის ხსენებით დაიწყოს. ამაში თავდამსხმელები სიკვდილის გამართლებას პოულობენ.

myquiz