კახა კალაძის კომენტარი რიყეზე მდებარე ამფითეატრთან დაკავშირებით | Allnews.Ge

კახა კალაძის კომენტარი რიყეზე მდებარე ამფითეატრთან დაკავშირებით

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რიყეზე მდებარე ამფითეატრის შენობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.

შესაბამისი კომენტარი კალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჯერ ამფითეატრთან დაკავშირებით იდეა არ აქვს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მუსიკისა და დრამის თეატრი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში აშენდა. უკვე 5 წელია ამფითეატრის ბედი გაურკვეველია.

myquiz