მშობლის 7 ცუდი თვისება - რა გავლენას ახდენს ბავშვზე ყვირილი და ფიზიკური დასჯა? | Allnews.Ge

მშობლის 7 ცუდი თვისება - რა გავლენას ახდენს ბავშვზე ყვირილი და ფიზიკური დასჯა?

ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად. გაეცანით სტატიაში ჩამოთვლილ თვისებებს, რათა რაც შეიძლება იშვიათად დაემსგავსოთ ცუდ მშობელს.

ყვირილი

შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად.

თუ ბავშვს მხოლოდ ყვირილით ელაპარაკებით, როცა გაიზრდება, მისთვის ხმის მისაწვდენად მეგაფონიც აღარ გიშველით. იმისათვის, რომ ბავშვთან ყვირილით საუბარს გადაეჩვიოთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვირილის დროს თქვენი პირიდან საშიში არსების შავ-წითელი სახე ამოდის. შეიძლება, ასეთმა წარმოსახვამ ემოციების მოთოკვას მიგაჩვიოთ.

ფიზიკური დასჯა

ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ:

1. პატარების ცემა შეიძლება;

2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;

3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, თავზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება.

არათანმიმდევრობა

დედების უმრავლესობას ნერვული შეტევა ეწყება, როცა ბავშვი მათ სურვილს არ ასრულებს. თუ არ გსურთ, თქვენი შვილსაც გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ.

დამცირება

კომედიებში ხშირად ჩნდება დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ მიწამ ჩაიტანოს, ოღონდ  ასეთი სიტყვები არ ისმინოს.

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

მოფერებისგან თავის შეკავება

თუ ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობის გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ, ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ თქვენი შვილისთვის. იხილეთ გაგრძელება

myquiz