რა უპირატესობით სარგებლობენ ელექტრომობილები თბილისში? | Allnews.Ge

რა უპირატესობით სარგებლობენ ელექტრომობილები თბილისში?

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე გასცა უფასო პარკირების ნებართვა.

უწყების ცნობით, 9 თვის მონაცემებით, თბილისში ასეთი დოკუმენტი ჯამში 106 სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს აქვს.

თბილისის მერია 4 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრომობილების მფლობელებზე უფასო პარკირების ნებართვებს მიმდინარე წლის იანვრიდან გასცემს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრემ განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინოს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს "სი-თი პარკს" გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. იხილეთ გაგრძელება 

ელექტრომობილი, რომელიც ერთი დამუხტვით 300-400 კმ-ს გაივლის

რამდენად გამძლეა ელექტრომობილი და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

myquiz