შს მინისტრის კომენტარი ემირ კუსტურიცას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

შს მინისტრის კომენტარი ემირ კუსტურიცას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს კანონის შესაბამისად იმოქმედებს. გიორგი მღებრიშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას მოიმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კუსტურიცას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში.

"ჩვენ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

ემირ კუსტურიცა 2009 წელს ცხინვალში იმყოფებოდა, რითაც მან "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" დაარღვია.

ემირ კუსტურიცა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტის გამართვას საქართველოშიც აპირებს.

 

myquiz