ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს "ადამიანი რაკეტა" უწოდა | Allnews.Ge

ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს "ადამიანი რაკეტა" უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სამხრეთ კორეის ლიდერთან მუნ ჩჟე ინთან სატელეფონო საუბრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს "ადამიანი რაკეტა" უწოდა. ამას მოწმობს ამერიკის პრეზიდენტის მიერ "თვითერის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

"შაბათს საღამოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჩჟე ინს ვესაუბრე. ვკითხე, როგორ ბრძანდება ადამიანი რაკეტა", - წერს ტრამპი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით ამერიკისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები, სატელეფონო საუბრისას ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო, ფხენიანზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

myquiz