ლევან დავითაშვილი - აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ტყეებში გადავა | Allnews.Ge

ლევან დავითაშვილი - აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ტყეებში გადავა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აცივებასთან ერთად ფაროსანა სახლებსა და ბუფერულ ზონებში გადავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ამჟამად ფაროსანა საკარმიდამო ნაკვეთებში ნაწილობრივაა გავრცელებული და მისი გავრცელება სამეურნეო კულტურების დამწიფებაზეა დამოკიდებული.

საშიშია თუ არა ფაროსანა ადამიანისთვის? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

"როგორც იცით, ფაროსანა თავიდან იყო თხილში. თხილი ყველაზე ადრე მწიფდებოდა და აქედან გამომდინარე, თხილში დაიწყო და გავრცელება მოჰყვა სიმინდის ყანებში. როგორც იცით, შემოდგომით შემოდის სხვადასხვა ხილი და სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულის დამწიფების კვალობაზე, ფაროსანა ასევე გადადის საკარმიდამო ნაკვეთებში. მაგრამ, როგორც წესი, აცივებასთან ერთად ის ან იზამთრებს სახლებში ან ტყის პირებში, ტყეში, ქარსაფარ ზოლებში, ან ბუჩქებში, ბუჩქნარსა და ჭალებში გადადის. ეს არის მისი მარშრუტი, ვიდრე მიეცემა ზამთრის ძილს. ამჟამად საკარმიდამო ნაკვეთებში ნაწილობრივაა ფაროსანა გავრცელებული და გააჩნია იმას, რა ტიპის ხილია ამა თუ იმ ნაკვეთში, ან რა ტიპის სამეურნეო კულტურა მოჰყავს ამა თუ იმ ფერმერს", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამჟამად ფაროსანას ძირითადი გავრცელების არეალია სიმინდის ყანები (სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ტექნიკით).

myquiz