ელექტრომობილი, რომელიც ერთი დამუხტვით 300-400 კმ-ს გაივლის | Allnews.Ge

ელექტრომობილი, რომელიც ერთი დამუხტვით 300-400 კმ-ს გაივლის

Nissan-ი გაყიდვებით მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერი ავტომწარმოებელი კომპანიაა. მისი ავტომობილების თითქმის ყველა მოდელი მოთხოვნადია, მათ შორის ელექტროძრავზე მომუშავე Nissan Leaf-ი, რომელსაც თბილისის ქუჩებში შეხვდებით.

Nissan Leaf-ი საქალაქთაშორისო ავტომობილად არ მიიჩნევა, რადგან მას ერთი დამუხტვით დაახლოებით 120 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა, უცხოური გამოცემების ცნობით, 2018 წელს წარმოებულმა მოდელმა, შესაძლოა, ერთი დამუხტვით 300–400 კილომეტრი გაიაროს.

Express.co.uk-ის ინფორმაციით, 2018 წლის Nissan Leaf-ი მის წინამორბედებზე უფრო დიდი და მძიმე იქნება, ამავდროულად მისი აეროდინამიკა და გაწევის ძალა გაიზრდება. გარდა ამისა, მისი ძრავი 100 კილოვატი, ხოლო ბატარეა 40 კილოვატი სიმძლავრის იქნება.

რამდენად გამძლეა ელექტრომობილი და რა წესები უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას

ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 5000 დოლარი ღირს

რა ღირს და რა მონაცემები აქვთ საქართველოში პოპულარულ ელექტრომობილებს

თუ Nissan-ი საკუთარი ელექტრომობილის მონაცემებს ასე გააუმჯობესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ელექტრომობილების უმსხვილეს მწარმოებელს, Tesla-ს საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს, რადგან აღნიშნულ ბრენდთან შედარებით ხელმისაწვდომი იქნება.

Nissan –ი რომ ელექტრომობილების წარმოებასა და გაყიდვაში Tesla-ს კონკურენტია, ეს სტატისტიკური მონაცემებიდანაც ჩანს, რადგან 2010 წელს დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გადაიხადა 1 000$ Tesla Model 3-ის გამოსვლამდე "დაჯავშნაში", მაშინც როცა Nissan Leaf-ის შემთხვევაში ეს რიცხვი ორმაგი იყო.

მომზადებულია Express.co.uk-ის მიხედვით.

myquiz