ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა
პეკინისა და ბახტრიონის კუთხეში მდებარე ბუკიას ბაღში, ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
მათი ცნობით, მოქალაქეებს მობილური ტელეფონების და სხვადასხვა მოწყობილობის დამუხტვა უკვე ადგილზე შეეძლებათ.
დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს SOLARTIA GROUP-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დამონტაჟდა.
მიმდინარე წელს საქართველოში ელექტრომობილის 100-მდე დამტენი დამონტაჟდება