ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა | Allnews.Ge

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი "მი 8" ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.

ბორჯომში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

myquiz