სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს | Allnews.Ge

სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლებს დამსვენებლების ნაწილი ტოვებს

ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. როგორც ერთ-ერთმა დამსვენებელმა განაცხადა, ოჯახთან ერთად ცემში იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდის გამო, სოფლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიურად მოიქცა სოფელ ცემში მყოფი რამდენიმე ოჯახი, ნაწილი კი "სიტუაციას ჯერ კიდევ აკვირდება".

იხილეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახანძრო თვითმფრინავი

"სოფლებს უფრო დამსვენებლები ტოვებენ. ადგილობრივები ჯერჯერობით აქ არიან. სოფელ ცემში ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი და ცოტა ხნის წინ წამოვედით, რადგან დიდი კვამლია, ფერფლი ცვივა და გარშემო ყველაფერი თეთრია. სუნი მძაფრად არ იგრძნობა, მაგრამ სუნთქვა აშკარად გაიშვიათებულია. თან ცოტა ხნის წინ ცეცხლი ახალ ფერდობებზე გავრცელდა", - განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

სოფელ დაბას მოსახლეობა შველას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

მისივე განმარტებით, ანალოგიური სიტუაციაა სოფლებში: ტბა და სადგერი.

myquiz