სომხეთი საქართველოს დასახმარებლად ეკიპაჟებს უგზავნის | Allnews.Ge

სომხეთი საქართველოს დასახმარებლად ეკიპაჟებს უგზავნის

ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ერთვება. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, სომხეთიდან რიგი ეკიპაჟები უკვე გზაშია.

"ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან. დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და ჩამოდიან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საგანგებო შტაბი ბორჯომში ვითარების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს

myquiz