თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს
თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა.
ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს. სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია.
თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ მცირე კომენტარი კეთდება. მათი ცნობით, დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.