ვირჯინიის შტატში ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული აქციის გასაპროტესტებლად მისულ ხალხს ავტომობილი დაეჯახა | Allnews.Ge

ვირჯინიის შტატში ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული აქციის გასაპროტესტებლად მისულ ხალხს ავტომობილი დაეჯახა

ვირჯინიის შტატში, ქალაქ შარლოტსვილში, ავტომობილი საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა.

მოსახლეობის ნაწილი ვირჯინიაში ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული აქციის გასაპროტესტებლად გამოვიდა, როდესაც აქციაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შევარდა.

ავტომობილის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. ის 20 წლის მამაკაცია. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა აქციის მონაწილეებს ავტომობილი განზრახ შეაჯახა. ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე, აქციაზე ულტრამემარჯვენეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა.

myquiz