დონალდ ტრამპი - თუ კიმ ჩენ ინი რამეს მოიმოქმედებს, ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - თუ კიმ ჩენ ინი რამეს მოიმოქმედებს, ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-სთან მიმართებაში "დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა".

"ის საშინელებებს ამბობდა. მას ეს არ გაუვა. ახლა თამაში სულ სხვანაირად მიმდინარეობს. ვნახოთ რას უზამს გუამის კუნძულს. თუ რამეს მოიმოქმედებს, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება აზიაში მიმდინარე მოვლენებს.

"ჩვენ ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ, კერძოდ ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებით და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტებისთვის ვემზადებით", - დასძინა მან.

myquiz