თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები შეფერხებით სრულდება | Allnews.Ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები შეფერხებით სრულდება

პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარესი დაგვიანებით შესრულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პრობლემა შეექმნა ელექტრონულ სარეგისტრაციო პროგრამას, თუმცა მის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, დაგვიანებით შესრულდა 8 ავიარეისი, კერძოდ: ათენის, ანტალიის, ვარშავის, კიევის, დუბაის, შარჟას, ასევე სტამბოლის მიმართულებით ორი ავიარესი.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, არც ერთი ავიარეისი არ გაუქმებულა.

"აეროპორტში გაიხსნა ახალი ტერმინალი, მიმდინარეობს პროგრამების გადაწყობა. ამასთან, ორ ტერმინალზე ხორციელდება საოპერაციო მზაობის და შეცვლის პროცესი. ხარვეზი ნაწილობრივ სწორედ ამით იყო გამოწვეული", - განმარტავენ აეროპორტში.

myquiz