ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "რენჰაპი" იუწყება.

როგორც სააგენტო ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, ამ ზომების განხილვის მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მესიჯი გადასცენ, რომ ჩრდილოეთ კორეას გუამზე მდებარე ამერიკული ბაზების განადგურება ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ გუამის კუნძულზე სამხედრო ავიაბაზა ანდერსენი და სამხედრო-საზღვაო ბაზა აპრა-ჰარბორია განლაგებული.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლითა და სიბრაზით" დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს.

"ჩრდილოეთ კორეას ურჩევნია არ დაემუქროს ამერიკას, თორემ ცეცხლისა და ჩვენი სიბრაზის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მსოფლიოს არასოდეს დაუნახავს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

myquiz