ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასული | Allnews.Ge

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასული

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული და მათი ცხედრები მშობლებმა იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მოზარდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, თუმცა ოთხი დღე არ გამოჩენილან, რის შემდეგაც ადგილზე მათი მშობლები ჩავიდნენ.

"დაახლოებით 4 დღის განმავლობაში მშობლები ცდილობდნენ მათთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

დღეს ჩამოვიდნენ და სახლი იპოვეს, სადაც მათი შვილები იყვნენ. კარი დაკეტილი იყო და გამოიძახეს სამაშველო სამსახური. სახლში შესვლის შემდეგ ასეთი სურათი დახვდათ. როგორც ვიცით, გარდაცვლილთაგან ერთი მარტყოფიდან იყო, ხოლო მეორე თბილისიდან", - განაცხადა ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ლევან ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სახლში 17 და 18 წლის მოზარდები გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ბათუმში დაღუპული ორი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

myquiz